|
2023-10-04 14:51:27, 790 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი „ოცნებას“ - არ მიიჩნევთ თავს დემოკრატიულ ხელისუფლებად და ღამის კოშმარები გადატრიალების შესახებ ამიტომ გაწუხებთ
თქვენ, როგორც ჩანს, არ მიიჩნევთ თავს დემოკრატიულ ხელისუფლებად და მუდმივად ამიტომ გაწუხებთ ღამის კოშმარები გადატრიალების შესახებ,- ასე მიმართა "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რევოლუციების მხოლოდ არადემოკრატიულ მთავრობებს ეშინიათ. "გადატრიალებების ვისაც ეშინია და სულ ეს გადატრიალებები ელანდება, ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ დემოკრატიულ მთავრობებს, რომლებიც საკუთარ დემოკრატიულობაში დარწმუნებული არიან, ასეთი მოლანდებები არ ემართებათ. გადატრიალება, რევოლუცია და ასეთი რამეები ემართებათ ხოლმე და ამის შიში აქვთ ადამიანებსა და მთავრობებს, რომლებიც რეპრესიულად მართავენ და თვითონაც იციან, რომ რაღაც ისეთ ძალიან ცუდს აკეთებენ, რომ ერთ დღესაც იქნება და შეიძლება, ხალხმა აღარ მოითმინოს.. დემოკრატ ხელისუფლებებს არ ეშინიათ ასეთი რამეების. დემოკრატიაში არჩევნებით იცვლება ხელისუფლება. თქვენ, როგორც ჩანს, არ მიიჩნევთ თავს დემოკრატიულ ხელისუფლებად და მუდმივად ამიტომ გაწუხებთ ღამის კოშმარები გადატრიალების შესახებ",- მიმართა ნაცვლიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)