|
2023-10-04 12:41:02, 728 ნახვა
პოლიტიკა
ბლინკენი - 2014 წელს და მანამდე საქართველოში პუტინის რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ ის უარყოფს ფუნდამენტურ პრინციპებს
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ასევე 2014 წელს და მანამდე საქართველოში პუტინის რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ ის უარყოფს ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ტერიტორიული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბეიკერის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტში დისკუსიისას განაცხადა. ბლინკენის თქმით, მსოფლიო "ცივი ომის" შემდგომი ერის დასასრულის მიჯნაზე იმყოფება. "ვფიქრობ, საჭიროა, დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს კარგად გაცნობიერებული, რა ხდება სინამდვილეში. და ეს ჩვენთვის ძალიან ნათელია. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგათ და შევხედავთ, რა ეტაპზე ვართ, ჩვენ გვაქვს "ცივი ომის" შემდგომი ერის დასასრული. მიმდინარეობს ინტენსიური კონკურენცია, რათა მოხდეს იმის ფორმირება, თუ რა იქნება შემდგომ. ერთ-ერთი კონკურენტი არის რუსეთი და პუტინის რუსეთის ქმედებები, რომლებიც მან განახორციელა არა მხოლოდ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არამედ, სულ მცირე, 2014 წელს და შესაძლოა, მანამდე, საქართველოში 2008, 2009 წელს, აჩვენებს, რომ ის უარყოფს არსებულ წესრიგს, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს წესრიგს - ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას",- განაცხადა ბლინკენმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)