|
2023-10-03 14:19:24, 709 ნახვა
პოლიტიკა
მაია კოპალეიშვილი - პრეზიდენტთან მიმართებით იმპიჩმენტის შინაარსი პოლიტიკურია
პრეზიდენტთან მიმართებით მიმდინარე იმპიჩმენტის შინაარსი არის აშკარად პოლიტიკური,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგენების განხილვა მიმდინარეობს. როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, სასამართლოს "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო წარდგინება არსებითად განსახილველად არ უნდა მიეღო. "სასამართლოს პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რადგან ის, შესაძლოა, იქცეს პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან პრეზიდენტთან მიმართებით, მიმდინარე იმპიჩმენტის შინაარსი არის აშკარად პოლიტიკური. წარდგინება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნის საფუძვლიანობის სტანდარტს და მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, ძვირფასო სასამართლოვ, უნდა მოგახსენოთ, რომ წარდგინება არ უნდა მიეღო სასამართლოს არსებითად განსახილველად",- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მიმდინარეობს. სხდომას ზურაბიშვილი არ ესწრება. პრეზიდენტმა სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა. რაც შეეხება საკონსტიტუციო წარდგინების ავტორებს, მათი ნაწილი, მათ შორის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში იმყოფება. "ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა. 19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)