|
2023-10-03 12:50:43, 810 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ გვაქვს აღიარება ზურაბიშვილისგან, რომ საქართველოს კონსტიტუციას შეგნებულად არღვევდა
ჩვენ გვაქვს რეალურად აღიარება სალომე ზურაბიშვილისგან, რომ ის შეგნებულად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ იმპიჩმენტის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, პრეზიდენტმა განხორციელებული ვიზიტები არალეგიტიმურად და არაკონსტიტუციურად თვითონვე გამოაცხადა. "პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა, არ მიუღია თანხმობა და მაინც განახორციელა ვიზიტი - დაირღვა კონსტიტუცია... პრეზიდენტმა თავადვე აღიარა ვიზიტების არაკონსტიტუციურობა. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მან თავად ითხოვა თანხმობა. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ვიზიტს სჭირდება შესაბამისი თანხმობა და მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო თანხმობა, მაინც განახორციელა ვიზიტი... ასევე, მან განაცხადა მოგვიანებით, რომ მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან. ის კერძო ხარჯებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, რაც მორიგი აღიარებაა. თუ ლეგიტიმური იყო ვიზიტი, რატომ არ დაფინანსდა ბიუჯეტიდან. ეს არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური და არაკონსტიტუციუტი",- თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მიმდინარეობს. სხდომას ზურაბიშვილი არ ესწრება. პრეზიდენტმა სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)