|
2023-10-03 11:34:06, 850 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე პრეზიდენტზე - იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციოში ჩამოსასვლელად
პრეზიდენტის არ ჩამოსვლა არის, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ის გაეცნო სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის პოზიციას, რომელიც "აბსოლუტურად არასერიოზულია". "კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს მისი პოზიცია. ნუ, აბსოლუტურად, არასერიოზულია რაზეც იქ არის საუბარი... შარშან ივნისში, როცა ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გამოვიდნენ NGO-ები და ითხოვდნენ ვის გადადგომას? მთავრობის გადადგომას და პარლამენტის მიმართ ჰქონდათ შენიშვნები და არა პრეზიდენტის მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ პასუხისმგებელი არ არის და თუ არ არის, პასუხისმგებელი რას დადის?... არიან არაკეთილსინდისიერი ძალები, რომლებიც ახერხებენ კონკრეტული ადამიანების "გადაქაჩვას." ჩვენ ასე არ ვმოქმედებთ. გლობალურ ომის პარტიას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, დეტალებში არ მინდა შევიდე",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა დღეს, 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი. საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფება წარდგინების ავტორთა ნაწილი, მათ შორის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)