|
2023-10-02 19:39:54, 1462 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის მიღების შემდეგ პაუზა ზედმეტად გაჭიანურდა
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის მიღების შემდეგ პაუზა ზედმეტად გაჭიანურდა, - ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, აშკარაა, რომ რუსეთზე სასანქციო ზეწოლა არასაკმარისია, რაც თვალსაჩინოა "რუსი ტერორისტების დრონებისა და ავიადარტყმების რაოდენობის ზრდის მიხედვით". „ეს არის არა მხოლოდ უკრაინის მკაფიო ინტერესი, არამედ ყველასი მსოფლიოში, ვისაც სურს ამ ომის სასწრაფო დასრულება. და მე მადლობას გიხდით მათ, ვინც უკვე აქტიურად გვეხმარება ჩვენ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთაში. უნდა გააქტიურდეს მუშაობა ევროკავშირის ახალ სასანქციო პაკეტზეც. სანქციებში ნებისმიერი პაუზა ახანგრძლივებს რუსულ აგრესიას, ხოლო სანქციების მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა უკვე ზედმეტად გაჭიანურდა. აშკარაა, რომ საჭიროა სანქციები რუსეთის ბირთვული დარგის წინააღმდეგ იმისთვის, რასაც რუსეთი აკეთებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე და ასევე როგორც უსაფრთხოების ნაბიჯი საეჭვო რუსული ატომური ტექნოლოგიების გამოყენების წინააღმდეგ. საჭიროა, სასანქციო ზეწოლა გაგრძელდეს ტერორისტი სახელმწიფოს ეკონომიკის სხვა დარგებზეც. მნიშვნელოვანია ასევე, გაფართოვდეს სანქციები ირანის წინააღმდეგ მისთვის სენსიტიურ დარგებში, კერძოდ, აღჭურვილობისა და ქიმიკატების იმპორტთან დაკავშირებით. თითოეული ირანული დრონი, რომელიც დარტყმებს ახორციელებს უკრაინაში ევროპულ ქალაქებზე, არის სასანქციო ზეწოლის მიზეზი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)