|
2023-10-02 17:15:46, 950 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე კონსულტაცია გამართოს და რეკომენდაციების შესრულებაში წვლილი შეიტანოს
კენჭსაყრელ საკითხებში კვლავ გვრჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ოთხი კანდიდატურიდან ორის არჩევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ საკითხზე უმრავლესობასთან კონსულტაცია გამართოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე სამი წევრი უკვე აირჩია, რაც ევროკომისიის მხრიდან დადებითად შეფასდა. „ევროპულმა კომისიამ მოგვიწოდა დარჩენილი ორი ვაკანსიაც შევავსოთ. ოთხი კანდიდატურა უკვე ნახევარი წელია, რაც არის ჩვენს დღის წესრიგში. არც ერთ ამ კანდიდატურაზე რაიმე ნეგატიური, ობიექტურად დასაბუთებული ან თუნდაც დაუსაბუთებელი მოსაზრება არ მომისმენია. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ მხრივ თქვენი წვლილი შეიტანოთ რეკომენდაციების შესრულებაში", - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას. ცნობისთვის, დარჩენილ ორ ვაკანსიაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილი არიან: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)