|
2023-10-02 14:20:32, 711 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - პრეზიდენტი კონსტიტუციას მიზანმიმართულად არღვევს, რაშიც ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი უწყობს ხელს
პრეზიდენტი კონსტიტუციას მიზანმიმართულად არღვევს, რაშიც ე.წ. მეგობრები, ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი უწყობს ხელს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის კონკრეტული ქმედების წახალისება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. „შემაშფოთებელია, ის რასაც პრეზიდენტი აკეთებს. ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უპატივცემულობაა. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თავადვე არღვევს მას, თან მიზანმიმართულად. შეუძლებელია კონსტიტუციის დარღვევა საპირწონე იყოს ევროპული მომავლის და ევროინტეგრაციის. ამ ყველაფრის წახალისება ხდება ე.წ მეგობრების მხრიდან, უცხოეთიდან. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ყველას ვეტყვი, საქართველო შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა. დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესს და არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, შემდეგ ეს ქვეყანა საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მანვე აღნიშნა, რომ კონსტიტუციის დარღვევა ევროინტეგრაციის პროცესის საპირწონე ვერ იქნება. „შემაშფოთებელია, როდესაც ერთსა და იმავე ადგილზე აყენებენ კონსტიტუციის დარღვევას და ევროპულ მომავალს. ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ კარგია ევროპა, სადაც სამართლიანობაა, პატივს სცემენ კანონს, კონსტიტუციას. ამ დროს, გამოდიან რადიკალები - ადგილობრივი ოპოზიცია და გარეთ მათი მხარდამჭერები, ზოგიერთი ევროპარლამენტის წარმომადგენელი და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. პარალელს ავლებენ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასა და ევროინტეგრაციის პროცესს შორის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ბერლინში ზელენსკის, უიტკოფის, კუშნერისა და მერცის მონაწილეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად მუშა გარდაიცვალა
როგორი ამინდი იქნება 16-18 დეკემბერს – გარემოს სააგენტოს პროგნოზი
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, ზეწოლა შენარჩუნდება
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში მდებარე თბოელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
უკრაინამ ურიუპინსკის ნავთობსაწყობსა და იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)