|
2023-09-29 13:27:14, 706 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ადამიანი რომ უგულავასთან გაერთიანდება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ზომბებს ადარებს, რა გამარჯვებაზეა საუბარი
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს მომავალ არჩევნებზე გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან "რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული". ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა. „ყველაფერი ცხადი და ნათელია: ადამიანი რომ გიგი უგულავასთან გაერთიანდება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას თავისი პირით ადარებს ზომბებს, რა გამარჯვებაზეა საერთოდ საუბარი? გვარამია დიდი ხანია არის პოლიტიკაში და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გინდ გვარამია იყოს, გინდ ბუაძე, მელია და ა.შ. არაფერი შეიცვლება. ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჰყავთ ერთი პატრონი, რადიკალიზმი კიб ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დამარცხდება“,- განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, განიხილავს თუ არა „ქართული ოცნება“ ნიკა გვარამიას კონკურენტად, თბილისის მერი პასუხობს, რომ გვარამია "თავისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, მმართველი პარტიის კონკურენტად არ განიხილება". „როგორ შეიძლება კონკურენტად განიხილო ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისეთი სიბინძურეებით იყო დაკავებული, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო - იგივე მისი განცხადებები, კონკრეტული ქმედებები, თუნდაც, ლევან ბერძენიშვილისა და შალვა ნათელაშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებები, რომ ისინი რუსეთის აგენტები არიან და ა.შ. ის დღესაც განაგრძობს ამ სიბინძურეს თავისი გამონათქვამებით. გავიხსენოთ, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - რას აკეთებდა და კადრულობდა“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა. გარდა ამისა, კახა კალაძემ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, „თბილისს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის 4 000-კაციანი ჯგუფი აკონტროლებს“. „ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო დაძაბოთ - 10 000-იანი თქვით, 4 000-იანი ძალიან ცოტაა. ცოტა უფრო დაძაბეთ, „ექშენი“ გაუკეთეთ და 10 000-იანი თქვით“,- თქვა მერმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)