|
2023-09-29 12:22:52, 703 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - თვალშისაცემია განსხვავება ჩვენს შთამბეჭდავ მიღწევებსა და უცხოეთში ქვეყნის შესახებ არასწორი აღქმების ფორმირებას შორის
სამწუხაროდ, ხშირად თვალშისაცემია განსხვავება საქართველოს შთამბეჭდავ დემოკრატიულ მიღწევებსა და უცხოეთში ქვეყნის შესახებ არასწორი აღქმების ფორმირებას შორის,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, საქართველოს ხელისუფლებას "კარგად კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიასთან გამკლავება მუდმივად უწევს". „დემოკრატიულ მთავრობებს ხშირად უპირისპირდებიან რადიკალური ძალები, რომლებიც კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგოდ იყენებენ უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას... სამწუხაროდ, ხშირად თვალშისაცემია განსხვავება საქართველოს შთამბეჭდავ დემოკრატიულ მიღწევებსა და უცხოეთში ქვეყნის შესახებ არასწორი აღქმების ფორმირებას შორის. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს წინასწარ დაგეგმილ და კარგად კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიასთან გამკლავება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ვისწავლით დეზინფორმაციის ცუნამში ფრთხილ ნავიგაციას, არ გავხდებით მცდარი აღქმების მსხვერპლი და გამოვიყენებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ნარატივებს. ეს გააძლიერებს დემოკრატიას, უზრუნველყოფს ხალხის ნების აღსრულებას და შიდა და გარე საფრთხეების მიუხედავად დემოკრატია იქნება მდგრადი და დაცული",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)