|
2023-09-29 12:12:08, 735 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ფარული საგარეო ინტერვენცია საფრთხეა დემოკრატიისთვის - მტრულად განწყობილი აქტორები ჩვენი სისუსტის გამოყენებას ცდილობენ
ფარული საგარეო ინტერვენცია უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას და ამით დემოკრატიული პროცესების დაზიანებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო პერიოდში სახეზეა დეზინფორმაციული კამპანიის მატება, რომელიც მიზნად საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციასა და სიმართლის დამახინჯებას ისახავს. „უფრო მეტიც, ფარული საგარეო ინტერვენცია უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას და ამით დემოკრატიული პროცესების დაზიანებას. მათი მიზანია, ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, უთანხმოების გაღვივება, მოქალაქეების დაბნევა და დემოკრატიული საფუძვლების შესუსტება. მათი ტაქტიკა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებიდან მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გათვლილი მავნე და შეფარული კამპანიების წარმოებამდე მერყეობს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, არჩევნების დროს ეს საფრთხეები დღის წესრიგში უფრო მეტი სიმწვავით დგება. „დეზინფორმაციის და საგარეო ჩარევის შემთხვევაში, იკარგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეა. მოქალაქეებს ჭარბად მიეწოდება არასწორი ინფორმაცია, რაც ფაქტსა და წარმოსახვას შორის განსხვავებას ართულებს. საარჩევნო პროცესში ნდობა ნაკლებია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების ილუზიის ქვეშ ყოფნას და შესუსტებულ დემოკრატიას. საქართველოსთვის ეს გამოწვევა უცხო არ არის. დემოკრატიას ჩვენს რეგიონში მყიფე ფესვები აქვს, დღეს კი, უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აღნიშნული გამოწვევა, ერთი მხრივ, შედგება საგარეო პოლიტიკური წნეხისგან და ჩარევისგან, ხოლო მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკაში რადიკალიზმისა და პოპულიზმისგან. ეს ტენდენცია უკვე ნათელია",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)