|
2023-09-28 15:25:32, 854 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ლავროვის განცხადებაზე - რუსეთთან მოლაპარაკებები, მით უმეტეს მთავრობის სახელით, არ გამართულა
რუსეთთან არავითარი რამე ტიპის ფორმალური მოლაპარაკებები, მით უმეტეს მთავრობის სახელით, არ გამართულა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას. როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ეკუთვნოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ "დაამოწმა და მოიწონა და გააფორმა". "ძალიან მარტივად არის საქმე, მაგას პატარა ბავშვიც მიხვდება. ჯერ ერთი, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. ახლა, დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა, მოხდა გაფორმება ამ შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო, ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი? რა სკანდალი ნახეთ ამაში? რა აღმოაჩინეთ? მანამდე, თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, ეს არის ფაქტის დადასტურება, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთი ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია იმიტომ, რომ რაც წაადგება ჩვენს ხალხს, ქვეყანას კარგია და ეს ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია. ვთქვით, რომ დიახ, დავეთანხმებით. დავეთანხმეთ კიდევაც, გავაფორმეთ შეთანხმება და ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები იფრენენ. არავითარი რამე ტიპის ფორმალური მოლაპარაკებები, მით უმეტეს მთავრობის სახელით, არ გამართულა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ჩვენმა მთავრობამ, ასე ვთქვათ, დაამოწმა და მოიწონა და გააფორმა",- განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კრემლმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესება დაინახა, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)