|
2023-09-28 14:45:32, 859 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი პრეზიდენტის ვიზიტებზე - ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს
რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვოიაჟს ევროპაში, მე ვფიქრობ, ეს მეტად სამწუხარო ფაქტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა და "საკუთარი ხელმოწერით ვერ გააგრძელებინებდა ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს". "რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვოიაჟს ევროპაში, მე ვფიქრობ, ეს მეტად სამწუხარო ფაქტია. თქვენ თუ გაიხსენებთ შარშან და უფრო მანამდეც, არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, ვერავინ გაიხსენებს, რომ ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე. უფრო მეტიც, მე მას მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასდროს შემიზღუდავს მისი გადაადგილება, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. მას საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება, თურმე, არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, ამ 12 რეკომენდაციას. აქვს ნათქვამი ისიც, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს. აქვს ბუნდოვანი განცხადებები გაკეთებული, რომ თითქოს, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არის ბუნდოვანი თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენს შორის ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო, ისიც დაიკარგა. მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი აცხადებს ქვეყნის შიგნით ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და რა უნდა ილაპარაკოს კაცმა არ იცის, ჩვენ ნდობა აღარ გვაქვს უბრალოდ. არ ვიცი, იქ რომ ჩავიდოდა, რომელიმე ქვეყანაში ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი და მიუღებელი იქნებოდა. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი იმიტომ, რომ ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის დღეს, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება არის საბოტაჟი",- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, გუშინ, 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, 26 სექტემბერს ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს, ხოლო 25 სექტემბერს, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)