|
2023-09-28 14:13:41, 912 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაძე - ლავროვის განცხადებით დასტურდება, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით კრემლის ფილიალის წარმომადგენელი ჰყავს
ლავროვის განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს კრემლის ფილიალის წარმომადგენელი,- ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას. ნადირაძის თქმით, ლავროვის განცხადება ცხადყოფს, რომ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არა ბიზნესი, არამედ საქართველოს მთავრობა იყო ჩართული. „ფაქტია, რომ ლავროვის განცხადებით დადასტურდა, რომ ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა არა ბიზნესი, არამედ უშუალოდ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მთავრობა და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს კრემლის ფილიალი წარმოდგენილი და „ქართული ოცნება“, როგორც „ეძინაია რასიას“ ფილიალი, ათბობს რუსეთთან ურთიერთობას საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე",- ამბობს ნადირაძე. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კრემლმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესება დაინახა, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)