08:03 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 13:26:04, 874 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური დეკანოიძეს - 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს

80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს,- ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელს, ხატია დეკანოიძეს.

ღუდუშაურის თქმით, რუსულ საქმეს ქვეყანაში წინა ხელისუფლება აკეთებდა და ამას "ისტორია შეაფასებს".

"რაც შეეხება ყაველაშვილის დაგინებას, მინდა გითხრათ ქალბატონო ხატია, ძალაში არის ის და იცით რატომ არის ძალაში? რაც თქვა მიშამ და ამიტომ, ვინმე რუსულ საქმეს თუ აკეთებს, გადასახადებს რომ იხდიდა და ძირითადი ობიექტები, რომ ჩააბარეს შენმა ყოფილმა პარტიის ბოსებმა, იმიტომ არის ეგ და ამიტომ, რუსული საქმე უკვე იმდენად გააკეთეთ, რომ მაგას ისტორია შეაფასებს. 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს",- განაცხადა ღუდუშაურმა.

აღსანიშნავია, რომ ალუდა ღუდუშაურის რეაქცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარის, მიხეილ სარჯველაძესა და "ევროოპტიმისტების" წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძეს შორის მომხდარმა სიტყვიერმა დაპირისპირებამ გამოიწვია.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკანოიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით კითხვა დასვა და ასევე, "ქართული ოცნების" დეპუტატებს ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება შეახსენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics