|
2023-09-28 13:12:23, 860 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე დეკანოიძეს - ეს არის პოლიტიკური ხულიგნობა, რასაც აკეთებთ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის თამჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძესა და "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელს, ხატია დეკანოიძეს შორის მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკანოიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით კითხვა დასვა და ასევე, "ქართული ოცნების" დეპუტატებს ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება შეახსენა. "სერგეი ლავროვი, რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობს თქვენს ხელისუფლებასთან. როდესაც ამას ვამტკიცებთ, თქვენ ამბობთ, რომ ეს ტყუილია",- განაცხადა დეკანოიძემ, რის შემდეგაც ოპოზიციონერ დეპუტატს მიხეილ სარჯველაძემ მიმართა და მის გამოსვლას "პოლიტიკური ხულიგნობა" უწოდა. "ეს არის ახლა პოლიტიკური ხულიგნობა, რასაც აკეთებთ... საკუთარ თავს ამხელთ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ თქვენ და ლავროვი ერთი და იმავეს საუბრობთ. უნისონშია თქვენი და ლავროვის განცხადება... „პადაჩებს“ გაწვდით ლავროვი. სადაც გიჭირთ დასაბუთებაში, ყველგან ლავროვი გეხმარებათ“,- თქვა სარჯველაძემ. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა: "როცა დავინახეთ ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესება, ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შევთანხმდით".
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)