08:47 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 23:36:27, 943 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - საქართველოს გაერთიანების გზაზე მთავარი გზავნილი მშვიდობა, პატიება და შერიგება უნდა იყოს

უკვე მთელმა მსოფლიომ და განსაკუთებით რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა აფხაზმა  და ოსმა დებმა, ძმებმა იციან, რომ ერთადერთი გასაღები ჩვენი გაერთიანების არის გრძელვადიანი მშვიდობა, განვითარება, ერთმანეთის პატიება და შერიგება, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საუბრისას "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გაერთიანების გზაზე მთავარი გზავნილი მშვიდობა, პატიება და შერიგება უნდა იყოს და აღნიშნულ გეზს არც იმ ძალებმა უნდა გადაუხვიონ, ვინც მომავალში ხელისუფლებაში მოვა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როდესაც ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით, ამის შემდეგაც ისეთი ხელისუფალი ჰყავდეს საქართველოს, სხვა გზაზე არ იფიქროს. არა ომზე და ათასგვარ მავნებლობაზე, რაც დღეს გვესმის შეფარვით და "ჩაფენილი" მესიჯებით, არამედ საქართველომ საბოლოოდ გადაწყვიტა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს: მთავარი გზავნილი ამ ქვეყნის გაერთიანების გზაზე უნდა იყოს შერიგება, ურთიერთპატიება, გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics