|
2023-09-27 14:32:17, 774 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - ფარცხალაძის საქმეს არ ვსწავლობთ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალ-ყურს ვადევნებ
ფარცხალაძის საქმეს არ ვსწავლობთ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალ-ყურს ვადევნებ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც იოსელიანმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ფარცხალაძის საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეისწავლიან, თუ რომელიმე მხარე ომბუდსმენის აპარატს უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით აცნობებს. "ჩვენთვის არც ერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებულად იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალ-ყურს ვადევნებ, თუ იქნება დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც ისაუბრებს მისი უფლების დარღვევის შესახებ, ჩვენ ამ საქმეს შევისწავლით",- განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათა მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)