|
2023-09-27 10:10:44, 699 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ენმ-ს და რადიკალურ ოპოზიციას არასდროს ჰყოლია გამოსაჩენი ლიდერი - დღეს ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია
პირველი, რატომაც შეიძლება მარტივად ვისაუბროთ ოპოზიციის დასუსტებაზე, არის რეიტინგები. ეს რეიტინგები ჩვენგანაც იზომება და მათგანაც იზომება, ჩვენც გვაქვს სოციოლოგიური კვლევები და მათაც. ეს დიდი სხვაობა, რაც ისედაც იყო, უხეშად რომ ვთქვათ, 50/30%-ზე, კიდევ უფრო გაზრდილია თან არა უმნიშვნელოდ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ განმარტა, რეიტინგები მხოლოდ არჩევნების პოტენციური შედეგის აღმნიშვნელი არ არის და ის ქუჩის პოტენციალის გაზომვის საშუალებასაც იძლევა. მისი თქმით, ოპოზიციას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემცირებული რეიტინგის ფონზე, "არც საარჩევნო და არც ქუჩის რესურსი გააჩნია". "რადიკალურმა ოპოზიციამ, დღემდე 8 არჩევნები წააგო, 2012 წლიდან მოყოლებული 2021 წლის ჩათვლით. საბოლოო ჯამში, გამოდის რომ ასე ითვლება ხოლმე არჩევნების შედეგები - ჩვენ ვიღებთ, დაახლოებით, 50%-ს, "ნაცმოძრაობა" 30%-ს და აქ არის ძალიან დიდი სხვაობა, რომელსაც ვერაფერი ვერ უბალანსებს მათ. ეს სხვაობა კიდევ უფრო გაზრდილია. 10%-ზე მეტით არის გაზრდილი სხვაობა ჩვენს შორის, 15%-ზე მეტიც კი იყო ბოლო კვლევის მიხედვით. ესეც არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი შედეგი და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, "ოპოზიციას არასდროს ჰქონდა კარგი მდგომარეობა ლიდერების კუთხით, თუმცა, ოპოზიციურ ფლანგზე ამჟამად მყოფი ლიდერები, რომელთა შორის არიან ლევან ხაბეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიორგი ვაშაძე, ყველაზე ცუდ შემადგენლობად შეიძლება ჩაითვალოს". "რაც შეეხება დაშლას, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, ესეც ფაქტია. არასდროს ჰყოლია არც წარჩინებული და არც გამოსაჩენი ლიდერი "ნაცმოძრაობას" და რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ დღეს, როდესაც მათი მთავარი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, არაფორმალური ლიდერი კეზერაშვილი, ვაშაძე და ა.შ. - ასეთი მძიმე მდგომარეობა ადრეც კი არ ჰქონდათ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერების კუთხით არასდროს ჰქონიათ კარგი მდგომარეობა, დღეს კიდევ უფრო დამძიმებულია ვითარება და რეიტინგებს ესეც განაპირობებს. ჯამში, ბევრი ფაქტორია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რა თქმა უნდა, თავს ზედმეტად არ ვიმშვიდებთ, გვჭირდება სრული კონცენტრაცია და მობილიზაცია, მაგრამ დღევანდელ ქცევას ეს ყველაფერი განაპირობებს.მათ თვითონვე იციან, რომ აქვთ უკიდურესად შემცირებული რეიტინგი, არიან დაშლილები, მოშლილები და ასეთ დროს, ამ სისუსტის ფონზე შეიძლება წავიდნენ ნებისმიერ უკადრებელ ნაბიჯზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)