|
2023-09-26 12:36:47, 654 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ზურაბიშვილი ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია
სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ამას მოწმობს ის, რომ პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულ ყოფილ მთავარი პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. “სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქრობას. რეალურად, საქართველოს მოქალაქეობით მას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში და სწორედ ამიტომ არის, სავარაუდოდ, რომ უნარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძეს მოქალაქეობას. ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია სალომე ზურაბიშვილი. თითქოს იუსტიციის სამინისტროს დააწყებინა წარმოება და შემდეგ სალომეს გააჩერებინა. მანამდე სალომეს დააწყებინა ეს პროცესი, რომ თურმე უნდა ჩამოერთვას ფარცხალაძეს მოქალაქეობა, მერე შეაცვლევინა, რომ არა. საქართველოს მოქალაქეობა გარკვეული პრივილეგიაა ევროკავშირის ქვეყნებში და ფარცხალაძე თუ დარჩება მხოლოდ რუსული პასპორტის ამარა, მას სხვა პრობლემებიც შეექმნება ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ეს ადამიანი საერთოდ დაკავებული უნდა იყოს. მარტივი მიზეზით არის ეს გამოწვეული - პროკურორი შოთაძე თავად არის “ეფესბეს” ქსელის გაგრძელება, როგორც ფარცხალაძე, რადგან ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირია. სუს-ის ხელმძღვანელი ლილუაშვილიც ეხმარება ფარცხალაძის თემის ჩაფარცხვაში, გადაფარვაში, შემდეგ ამ ადამიანის მიმართ არ იღძრება კონკრეტული ღონისძიებები და ესეც ადასტურებს იმას, რომ არა მარტო ფარცხალაძეს, არამედ ლილუაშვილს და დიდ პირთა წრეს აქვს შეხება “ეფესბესთან”. ამიტომაც არის, რომ ამ ადამიანს არ იჭერენ. საკუთარ თავზე ბორკილების დადება არის ურთულესი საქმე",- ამბობს ხაბეიშვილი.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)