07:37 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 16:37:01, 1808 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - „აბრამსი“ უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადება

„აბრამსი“ უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე წერს.

ზელენსკიმ მოკავშირეებს პირობის შესრულებისა და ტანკების გადაცემის გამო მადლობა გადაუხადა.

„აბრამსი“ უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადება. მე მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის. ჩვენ ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, რათა გავაფართოოთ მომარაგება“, - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ ქვეყანა „აბრამსის“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემას გეგმავდა.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინელების ტანკებზე წვრთნების პროცესი გერმანიაში, მაისში დაიწყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics