|
2023-09-25 11:49:49, 1000 ნახვა
პოლიტიკა
„აზიმუტი“ სოჭი-თბილისის და მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს
რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" (Azimuth Airlines), სოჭი-თბილისის და მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ავიაკომპანიის ცნობით, მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება 9 ოქტომბრიდან, სოჭიდან თბილისში კი, 11 ოქტომბრიდან დაიწყება. მათივე ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის ავიარეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით კი, ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. შეგახსენებთ, რომ 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. ამასთან, 15 მაისს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განსახორციელებლად ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე აუცილებელი ნებართვა გაიცა. ხოლო 19 მაისს, ავიაკომპანია Azimuth-მა, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა განახორციელა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)