10:21 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 15:01:17, 779 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ინტერვიუს დასრულების შემდეგ განუცხადა.

მდინარაძის თქმით, სუს-ში ფარცხალაძე გამოძიების დაწყების დღესვე დაიბარეს.

"ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფილი მთავარი პროკურორის გამოკითხვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

15 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახდეპის განცხადების ირგვლივ საკითხის შესწავლა დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics