|
2023-09-22 09:30:23, 717 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მინდა ევროპული მომავალი ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვა ჩემს ადათ-წესებზე
როგორ შეიძლება გვინდოდეს რუსეთი მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2012 წლიდან გადადგა. „გვინდა მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები, არა ისე, რომ თავში წამოგვარტყას ვინმემ იმის გამო, რომ პატარა ქვეყანა ვართ. მეამაყება, საქართველო, პატივს ვცემ ჩემს წინაპრებს, ეკლესიას, პატრიარქს, კულტურას. როდესაც ამაზე საუბრობ, გამოდიან და ამბობენ, ეს ბნელიაო, თითქოს ისინი არიან გონებაგახასნილები. მოსახლეობის უმეტესობა ხედავს ამ ყველაფერს, იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. თუ რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, ყველაფერი 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ქვეყნისთვის ევროპული მომავლის არჩევა არ გულისხმობს საკუთარი ადათ-წესების დავიწყებას. „მინდა ევროპა, ევროპული მომავალი ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, რა არის მაგაზე უკეთესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვა ჩემს ადათ-წესებზე, პირიქით, ამით ვართ საინტერესო ევროპაში. ამ დამოკიდებულებაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, იკვეთება, რომ ისინი არ ეკუთვნიან თავიანთ ოჯახებს, თავიანთ თავს. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნის ინტერესი გაატარო“, - აღნიშნა კალაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)