|
2023-09-21 16:08:16, 665 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - 20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი მავნებლობა, მათი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ფინანსური სექტორი არ ჩამოიშლება
20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი [ოპოზიციის] მავნებლობა, საქართველოს მოქალაქეების რეზერვიდან 20 მილიონი დოლარი დაჯდა ვაშაძის ფეხების და ხელების ქნევა, გაქცევა და ზურგისკენ შეშინებული გამოხედვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ ვერ მოახერხა ფინანსური სისტემის ჩამოშლა, "გუშინ იყო პატარა ტურბულენტობა და ეროვნულ ბანკს 20 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა". „მათ არ გაუვიდათ, ძალიან ნერვიულობენ, დღეს ორი წევრიც ავირჩიეთ და აქედან გამომდინარე, მათ ვერ მოახერხეს საქართველოს ფინანსური სისტემის ჩამოშლა. ამ მცდელობის მიუხედავად, ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან დღეს რაღაც გადაწყვეტილებები გვესმის, რომელშიც შეიძლება ამოვიკითხოთ ამ ყველაფრის მხარდაჭერა, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ფინანსური სექტორი, მათი [ოპოზიციის] მცდელობის მიუხედავად, არ ჩამოიშლება და არანაირი პრობლემა არ ექნება. გუშინ იყო პატარა ტურბულენტობა ამ მიმართულებით და 20 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა [ეროვნულ ბანკს]. ანუ, ამათი აქაური მავნებლობა, აქ რაც აკეთეს, 20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს. საქართველოს მოქალაქეების რეზერვიდან 20 მილიონი დოლარი დაჯდა ვაშაძის ფეხების და ხელების ქნევა, გაქცევა და ზურგისკენ შეშინებული გამოხედვა. ასეთი მავნებლობებით არიან დაკავებული, მაგრამ საბედნიეროდ, ვერ გააქვთ ეს მავნებლობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)