11:06 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 14:56:28, 760 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ვეღარ ატყუებენ

საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ვეღარ ატყუებენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გუშინ გამართულ აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ოპონენტებმა ქუჩაში 200 ადამიანზე მეტი ვერ გამოიყვანეს.

"რაც შეეხება აქციებს, გუშინ რამდენი ტყუილი უთხრეს საზოგადოებას, მთელი დღე ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, რაღაც ბარათით ვეღარ გადაიხდიდნენ. ათასი სისულელე უთხრეს საზოგადოებას და 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანეს ქუჩაში ამდენი ტყუილის ფონზე. მათ ხომ შეუძლიათ, რომ საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყონ? - საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ვეღარ ატყუებენ. ამდენი ტყუილი თქვეს, თან მძიმე შიშები უნდა შეექმნათ ხომ.

საზოგადოება ძალიან გამოცდილია უკვე და მათ შორის, ასეთ ტყუილებსაც აღარ იღებს და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. შესაბამისად, ჩავარდა, რა თქმა უნდა ეს აქცია მორიგ ჯერზე",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 სექტემბერს ოპოზიციამ, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, აქციები იუსტიციის სახლსა და პარლამენტთან გამართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics