|
2023-09-19 13:28:10, 715 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - აქტორები, რომლებიც არეულობის ორგანიზებაში არიან ჩართული, ადრე ცდილობდნენ, დემოკრატიის ნიღბით ემოქმედათ, დღეს ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა, ქვეყანაში "დესტაბილიზაციის მცდელობებთან" და დაკავებულ პირებთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. როგორც მან სუს-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, არეულობის ყველა მცდელობაზე სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებები გატარდა. „მინდა, სუს-ის წარმომადგენლებს მივმართო, აუცილებლად გაასაჯაროონ და ისაუბრონ, თუ როგორ დააკავეს ქვეყანაში უკრაინის შვიდი შეიარაღებული მოქალაქე; ისაუბრონ უკრაინის ზღვით შემოსულ მოქალაქეზე, რომელიც დააკავეს; ისაუბრონ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი მოთხოვნით იყო ეს ადამიანები გათავისუფლებული. სააკაშვილის „შემოგდება“ ქვეყანაში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, როგორ ფიქრობთ, ვის მიზნებს ემსახურებოდა? რა იყო ამ ყველაფრის მთავარი მიზანი? ყველაფერი ცხადი და ნათელია: აქტორები, რომლებიც ამ ყველაფრის ორგანიზებაში არიან ჩართული, ადრე ცდილობდნენ, დემოკრატიის ნიღბით ემოქმედათ, განცხადებები გაეკეთებინათ, თუმცა დღეს ეს ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ და ვიცით რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რისი მკადრებლები არიან. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება მზადაა, განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სისხლიანმა დაპირისპირებებმა და რევოლუციებმა საქართველოს განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა, თუმცა დღეს ხელისუფლებას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. „პატარა ბავშვი ვიყავი, თუმცა დღესაც მახსოვს და ვიცი, რამხელა უბედურების მომტანია სისხლიანი დაპირისპირებები, გადატრიალებები და რევოლუციები. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომლებიც ამ ყველაფრისგან მივიღეთ. წლობით დახია ჩვენი ქვეყანა უკან ასეთმა ქმედებებმა. დღეს შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ჩვენი შვილები, მომავალი თაობები არ გვაპატიებენ ამას. სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია. მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაც ვიცით, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)