02:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 13:20:26, 807 ნახვა

პოლიტიკა
„გადადგეს KGB-ს კადრი შოთაძე“ - მთავარ პროკურატურასთან აქცია გაიმართა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა, მთავარ პროკურატურასთან, გენპროკურორ ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.

ოპოზიციური პარტიების წევრების თქმით, მათ მთავარ მოთხოვნას ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებაც წარმოადგენს.

"ჩვენი მოთხოვნაა, "კაგებეშნიკი" ოთარ ფარცხალაძის მიერ რეკომენდირებული პირები, მათ შორის თანამდებობის პირები, რომლებიც დღესაც იკავებენ პროკურორების, მთავარი პროკურორების თანამდებობებს, დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ ამ თანამდებობებს და დაიწყოს მათ მიმართ გამოძიება",- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

15 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ირგვლივ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics