15:38 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 10:49:24, 1328 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ

ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ უნდა წავიწიოთ, თუნდაც ეს იყოს (ნახევარ მილზე) ან (ასი) მეტრზე ნაკლები, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ - პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-ის გადაცემაში "60 წუთი" განაცხადა.

როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, კონტრშეტევაში პროგრესი ნელია, თუმცა მთავარია, რომ ქვეყანამ რუსეთის შეტევა შეაჩერა და კონტრშეტევაზე გადავიდა.

"ჩვენ ვიცავთ მთელი მსოფლიოს ღირებულებებს. უკრაინელი ხალხი ამაში იხდის უმაღლეს ფასს. ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენ ვკვდებით. ჩვენ არ ვართ ფიქცია, ჩვენ არ ვართ წიგნი. ჩვენ ვიბრძვით რეალურად ბირთვულ სახელმწიფოსთან, რომელიც მსოფლიოს განადგურებით ემუქრება.

მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს, გვინდა თუ არა პუტინის შეჩერება, თუ გვინდა მსოფლიო ომის დაწყება. ჩვენ ვერ შევცვლით პუტინს. რუსულმა საზოგადოებამ დაკარგა მსოფლიოს პატივისცემა. მათ აირჩიეს ის [პუტინი], ხელახლა აირჩიეს და აღზარდეს მეორე ჰიტლერი. ჩვენ არ შეგვიძლია დროის უკან დაბრუნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ეს შევაჩეროთ... თუ უკრაინა დაეცა, რა მოხდება ათ წელიწადში? უბრალოდ დაფიქრდით. თუ [რუსები] პოლონეთს მიაღწევენ, რა იქნება შემდეგ? მესამე მსოფლიო ომი?"- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics