|
2023-09-16 17:23:52, 993 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ფარცხალაძე უნდა დააკავონ, დღევანდელი მთავარი პროკურორი კი თანამდებობას განარიდონ
ფარცხალაძე უნდა დააკავონ. მის გარშემო მყოფი ყველა პირი და დღევანდელი მთავარი პროკურორი უნდა განარიდონ თანამდებობას,- ამის შესახე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.ქვეყნის მოღალატეა. "ეს არის სამშობლოს ღალატი, ოფიციალურად დადასტურებული, ფაქტობრივად, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თუ გვინდა, რომ არ იყოს ზიანი, ეს კაცი [ფარცხალაძე] უნდა დააკავონ. მის გარშემო მყოფი ყველა პირი და დღევანდელი მთავარი პროკურორი უნდა განარიდონ თანამდებობას. გამოძიება მის წინააღმდეგაც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელობდა ფარცხალაძის დროს საგამოძიებო მიმართულებას, მისი მოადგილე იყო და შემდგომ ორგზის დანიშნეს პროკურორად. ეს შემთხვევით არ მომხდარა",- განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)