|
2023-09-15 14:50:00, 624 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მოთხოვნები, რომელიც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იყო, გათვალისწინებულია
საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არსებობდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტშიც იყო წარდგენილი თუმცა, ევროპელი პარტნიორების თხოვნით შეჩერდა. „რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული, პარლამენტშიც გვქონდა წარდგენილი აღნიშნული კანონპროექტი, თუმცა, ჩვენი მეგობარი ევროპელების თხოვნით იქნა შეჩერებული. გავიარეთ კონსულტაციები და ის მოთხოვნები, რაც იყო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, ყველაფერი არის გათვალისწინებული“,- განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება კითხვას, თუ ვის უნდა შეეხოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, კახა კალაძეს მაგალითად კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსანი მოყავს. „როდესაც კანონპროექტი იქნება მიღებული, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. თუ კონკრეტიკას მეკითხებით, მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ დავით კეზერაშვილი, რომელიც გამდიდრდა საქართველოში ომის და იმ უბედურების ხარჯზე, რაც 2008 წელს ქვეყანას თავს დაატყდა. ეს ადამიანი აგრძელებს ბინძურ საქმიანობას. დაახლოებით ორი თვის წინ (შეიძლება ცოტა მეტიც გავიდა) თქვენ იხილეთ „ბიბისის“ საგამოძიებო გადაცემა, სადაც პირდაპირ აღწერილია მისი კრიმინალური საქმიანობა. დღეს, ეს ადამიანი ამ სიბინძურით ნაშოვნი ფულით არის ქართულ პოლიტიკაში, აფინანსებს კონკრეტულ ტელევიზებს, რაც ძალიან მძიმეა“,- აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)