13:53 - 04 Oct, 2026
|
2023-09-15 11:24:19, 743 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა
სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამის საპირისპიროდ, ისტორიულ მაქსიმუმზეა მთავრობის რეზერვები. "მთავრობის ვალი არის შემცირებული. 2 წლის წინ, მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-სთან მიმართებით. დავიწყეთ შემცირების პროცესი და თითქმის 38%-ზეა ჩამოსული მთავრობის ვალი. სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. მთავრობის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე - 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)