|
2023-09-14 23:34:59, 1169 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია ფარცხალაძეზე - პრობლებაა, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი ხალხი წარმოადგენს
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია, აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავისუფალი სამყარო ყოველთვის ავიწროებს სტრუქტურებს, ადამიანებს, ვინც ეხმარება პუტინის ბოროტების იმპერიას. ბოკერიას თქმით, პრობლებაა, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი ხალხი წარმოადგენს. "ანუ ჩვენ ეს ხელისუფლება გვყავს და სანამ ჩვენ ეს ხელისუფლება გვყავს, ჩვენს ისტორიულ ამოცანას, რომ თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ, ნატოს წევრი გავხდეთ, თავისუფალ სამყაროში დავბრუნდეთ და ვიყოთ დაცულები, ვერ მივაღწევთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს რეჟიმი დემოკრატიულად შევცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტოებს დაგვტოვებს ეს რეჟიმი პირისპირ რუსულ საფრთხესთან, იმიტომ რომ ასეთი ხალხი წარმოადგენს დღეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, ვინც ამ სანქციების ქვეშ მოექცა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)