|
2023-09-14 14:17:53, 1911 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი ჰააგას ლუკაშენკოს დაპატიმრების ორდერის გაცემისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო, გამოსცეს ორდერი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავებაზე. ევროპარლამენტმა დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან 2 150-ზე მეტი ბავშვის უკანონო გადაყვანა ბელარუსის ე.წ. სამედიცინო ბანაკებში, სადაც ისინი რუსიფიკაციას ექვემდებარებიან. პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის პროკურატურის მიერ, იძულებით დეპორტაციაში ბელარუსის როლის გამოძიებას და მიიჩნია, რომ თავად ლუკაშენკოს და მისი რეჟიმის ქმედებები შეიძლება ასევე წარმოადგენდეს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის შესაბამისად. ამდენად, ევროპარლამენტი „ლუკაშენკოს მიიჩნევს ამ ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელად, როგორც ვლადიმირ პუტინსა და მარია ლვოვა-ბელოვას და ამიტომ, მოუწოდებს ICC-ს, განიხილოს ლუკაშენკოს დაპატიმრების მსგავსი საერთაშორისო ორდერის გაცემის შესაძლებლობა".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)