|
2023-09-14 13:50:16, 908 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ნატოზე - ღია კარში ყოფნა საშიშია, ორპირმა ქარმა გაციება იცის
ღია კარში ყოფნა, ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში - ორპირმა ქარმა იცის გაციება,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოსთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აქვს იმედი, რომ ქვეყნის "ამ მდგომარეობაში დატოვება ვიღაცის მიზანს არ წარმოადგენს". "ღია კარში ყოფნა, ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში და მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი. ორპირმა ქარმა იცის გაციება, შესაბამისად ეს მდგომარეობა არ არის კარგი",- თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 13 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა: "თუ გაქვთ ერთი ადგილი, ჩვენი ქვეყანა გახადეთ NATO-ს წევრი".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)