14:40 - 04 Oct, 2026
|
2023-09-14 12:14:01, 843 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - შარშან EU-მ მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და კანდიდატის სტატუსი არ მისცა
შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები. "ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ სამივე ქვეყნის მიმართ იყო პოლიტიკური, ნაკლებად დაფუძნებული დამსახურებაზე და სხვა ასეთ საკითხებზე და სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუს",- ამბობს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)