|
2023-09-14 11:15:42, 879 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს, გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა
იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს, გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ სურს. "მე ვარ უცხოელი დიპლომატი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ მსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ერთადერთი რაც ჩვენ გვსურს, არის ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურა ამას ხელს არ უწყობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის თემა, რომელზეც კომენტარს არ უნდა ვაკეთებდე",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)