|
2023-09-13 17:07:26, 954 ნახვა
პოლიტიკა
მელია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ძალიან მძიმეა გასააზრებლადაც კი
მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემის აზრით, არის ძალიან მძიმე გასააზრებლადაც კი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, იმპიჩმენტის პროცედურაზე "გამორიცხული არაფერია". "მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, რომ ნაკლებად ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ვინ მისცემს ხმას და ვინ არა, ვის მოისყიდიან და ვის არა. ფარული კენჭისყრის პირობებში, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ მეორე მხრივ, მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემის აზრით, არის ძალიან მძიმე გასააზრებლადაც კი. შენ თუ ოპოზიცია გქვია და პარლამენტში ხარ წარმოდგენილი და იმდენად უნდობლობაა ერთმანეთისა, რომ სხდომათა დარბაზში იმ შიშით ვერ შედიხარ, რომ ვიღაცამ ხმა არ მისცეს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, მაშინ იქ აღარ უნდა იყო",- განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)