|
2023-09-13 16:04:34, 2050 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო - ჩინეთის მოქალაქეები და მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ
11 სექტემბრიდან ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ. "2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ. აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა, რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)