|
2023-09-13 14:04:28, 937 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ
საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილება, რომელიც 2014 წლის საიმიგრაციო, სამგზავრო ტრანზიტის ვიზის შესახებ ბრძანებაში შევიდა. ცვლილების თანახმად, ქვეყნების სიას დაემატა საქართველო და რუსეთი, რომელთა მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყანაში შესვლისას სატრანზიტო ვიზა მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან დასჭირდებათ. ბრძანება არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ტრანზიტით მყოფ საქართველოს ან რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 2023 წლის 5 ოქტომბრამდე შევლენ. ოფიციალურ ვებგერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთში ნორმატიული აქტი ძალაში შედის პარლამენტის წინაშე წარდგენიდან არა უადრეს 21 დღისა. მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ბრძანება ძალაში პარლამენტის წინაშე წარდგენიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ შევიდა, არის შეშფოთება იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ჩასვლისთანავე თავშესაფარს ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)