|
2023-09-13 13:24:10, 876 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის დროებითი რწმუნებული - გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ ომბუდსმენმა სააკაშვილი მოინახულოს - პასუხი დღემდე არ მიგვიღია
გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ უკრაინის ომბუდსმენს მიეცეს საშუალება, მოინახულოს სააკაშვილი, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ შულგამ განაცხადა. შულგას თქმით, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება შესაბამის კლინიკაში უნდა მიიღოს. "დიპლომატიურ ველზე სიტუაცია უცვლელია, ელჩი ჩამოსული იყო თბილისში კონსულტაციების გასამართად და ველოდებით, როდის დაბრუნდება ის კიევში და მოახსენებს უკრაინის ხელისუფლებას ქართული მხარის პოზიციას. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაცია იგივე ეტაპზეა. ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ უკრაინის ომბუდსმენს მიეცეს საშუალება, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ჩვენი პოზიცია ცნობილია, ეს უნდა იყოს ჰუმანური აქტი და სააკაშვილმა უნდა მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება შესაბამის კლინიკაში",- განაცხადა შულგამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)