14:39 - 04 Oct, 2026
|
2023-09-13 12:57:57, 753 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - იკვეთება, რომ სააკაშვილის ფრენებზე ბიუჯეტიდან დახარჯულია თანხა, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს
იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. „არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)