|
2023-09-12 14:56:11, 730 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ქვეყანაში გვყავს უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად გვევლინებიან
ქვეყანაში ბევრი უცხოური გავლენის აგენტია, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად გვევლინებიან,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხდა. კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. „მცდელობა არის, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოხდეს, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში გვყავს ბევრი უცხოური გავლენის აგენტი. ეს ადამიანები გვევლინებიან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად. დღეს დაირქმევენ „ნაცმოძრაობას“, ხვალ შეიძლება დაირქვან „ევროპული საქართველო“, ზეგ - „დროას“, მაზეგ - „ლელოს“ და ა.შ. ეს ადამიანები ერთნი არიან, ერთი პატრონი ჰყავთ, ერთი ხელით იმართებიან. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ მოქმედებენ. უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესების არდაცვის ხარჯზე. ასეთ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, ასეთ ხალხს ჩვენი მოსახლეობა ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)