|
2023-09-10 12:49:21, 1027 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი დასაჭერია
ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, თუ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პრემიერ-მინისტრს "ბორკილებს არ დაადებს", მთავრობის მეთაურის "დანაშაულების თანამონაწილე" გახდება. „შოვში რომ ადამიანები მიატოვეს და ამაზე არავინ პასუხისმგებლობა არ აიღო, უკიდურესი გაჭირვება რომ აქვს კახელ მევენახეს, უმძიმესი რეალობაა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის თხილის ფასთან დაკავშირებით, გურიაში ტრაგედია ხდება და ადამიანები, ფაქტობრივად, საცხოვრებელი სახლების გარეშე რჩებიან, გვყავს გარდაცვლილები, რაც ცხადია, ასევე უმძიმესია, ამის პარალელურად, პუტინის მთავარი სპიკერი საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება ღარიბაშვილი თავს უფლებას აძლევს და გუშინ ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ფრენები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მისი ვოიაჟი, დაახლოებით, 200 ათას ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე, რესტორანში, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე, დაახლოებით, 700 ათასი ლარი დაჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე, დაბადების დღეზე, რაშიც 900 ათას ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი... ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ მდგომარეობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში და გადადგეს, რადგან მისი გადადგომის შემდეგ, წულუკიანს თუ დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი ან მაგალითად, ირაკლი კობახიძეს, ამით საქართველოში ქართველი ხალხისთვის არაფერი არ გამოსწორდება, თუმცა ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი, ამიტომ პროკურორი რომ ჰქვია ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ შოთაძე, უამრავი დანაშაული აქვს მას სისხლის სამართლის ამ დრომდეც და მე მინდა მას ვუთხრა, რომ თუ ახლა კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების რაც ჩამოვთვალე, რაც ვნახეთ, თუნდაც გუშინ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის უნდა იყოს დაკავებული",- ამბობს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)