|
2023-09-08 17:42:33, 900 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ღარიბაშვილის განცხადების შინაარსია - „რუსეთის დავალებით ყველაფერს, ვაკეთებთ რათა არ მივიღოთ EU-ის კანდიდატის სტატუსი“
ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: ‘’რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი’’,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცლელად გთავაზობთ: "პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გურიაში სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრებს. ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: ‘’რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი’’. მიზანი ზუსტად ესაა: მან და მისმა შვილმა კერძო თვითმფრინავით იფრინონ ამერიკულ უნივერსიტეტებში და დანარჩენ ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრულად შეუზღუდოს. ალტერნატივაც უკვე შემოგვთავაზეს - რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის სწავლა უფასო გახდა",- წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)