|
2023-09-08 10:06:03, 600 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ისე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ისე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი, სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და არ იყო მოტივირებული პოლიტიკური ნიშნით,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა. ბრეგაძის თქმით, ადამიანის მიმართ, რომელიც მოიშორებს ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებას, დემონსტრაციულად არ დაემორჩილება სამართლის აღსრულებას, დამძიმდება პასუხისმგებლობა. „დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ისე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი და, რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და, ასევე, ეს არ იყო მოტივირებული პოლიტიკური ნიშნით. ამ გადაწყვეტილებას აქვს მყარი ლოგიკა და მთავრობის, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს, წარდგენილი პოზიციები იყო მყარად დასაბუთებული",- განაცხადა ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)