|
2023-09-07 21:14:25, 1022 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - საქართველოს EU-ში გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, რომელზეც საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა იმუშაონ
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, რომელზეც საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ დარჩენილი მცირე დრო უნდა გამოიყენოს რეფორმების გასაგრძელებლად და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნების შესასრულებლად. "საქართველო მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირისთვის და ეს არის გადამწყვეტი პერიოდი თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს შემდეგ ნაბიჯებს ევროკავშირში საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით და პირველად იქნება წარდგენილი მოხსენება საქართველოს პროგრესის შესახებ, როგორც გაფართოების კანდიდატი ქვეყნის შესახებ. მე მინდა ვიყო ძალიან მკაფიო, ამ მნიშვნელოვან დროს ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს გზას ევროკავშირის წევრობისკენ. კარი ღიაა და ჩვენ გვინდა, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე. მაგრამ, ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია სერიოზული ვალდებულებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის რაღაცა, რაც ქვეყნებს ეკუთვნით, იგი უნდა დაიმსახურონ და იგი უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემით. გულწრფელი რომ ვიყო, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო... საქართველოს შემთხვევაში, 12 პრიორიტეტი, რომელსაც სჭირდება შესრულება, რომელიც ევროკომისიის მიერ იქნა დაწესებული. ამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ძლიერი სამუშაოს გაწევა არ ხდება იმისთვის, რომ ბრიუსელი დაკმაყოფილდეს, ან დაკმაყოფილდნენ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები, ეს ძალისხმევა საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გაუმჯობესდეს", - განაცხადა ბორელმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)