|
2023-09-07 15:21:02, 753 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუ პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის
თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმე და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, კონსტიტუციას პატივი პირველებმა პოლიტიკოსებმა და თანამდებობის პირებმა უნდა სცენ. „კონსტიტუციის მიხედვით, ყველას ჩვენი ფუნქცია გაგვაჩნია. პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, მთავრობას, თბილისის მერს - გვაქვს ჩვენ-ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. თუ ჩვენ დავიწყებთ ამის აღრევას, არაფერი გამოვა. პირველებმა ჩვენ პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმე და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ხომ ევროპული მიმართულება გვინდა. ამ ყველაფერს თუ ხაზს გადავუსვამთ და ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას პატივს არ სცემს, მაშინ რაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა გალაძემ, ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შესაბამისი რეაგირება სჭირდება. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კონსტიტუციაში ყველაფერი გაწერილია. ამის აღრევა შეიძლება მიზანმიმართულად ხდებოდეს, რომ რაღაც უთანხმოება გაჩნდეს კონკრეტული საკითხის მიმართ. კონსტიტუციაში წერია, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს ქვეყნის მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. როცა კონსტიტუციის უხეში დარღვევა ხდება, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება“,- დასძინა დედაქალაქის მერმა.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)