|
2023-09-05 18:26:34, 819 ნახვა
პოლიტიკა
კრის სოჩა - იმედგაცრუებული ვართ, პირადი თავდასხმები, რაც დეგნანზე განხორციელდა, ამაზრზენი იყო
აშშ-ს ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და ჩვენ ერთგულნი დავრჩებით ქართველი ხალხისა და ქვეყნის მისწრაფებების მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის მრჩეველმა, კრის სოჩამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" განაცხადა. მისივე თქმით, აშშ იმედგაცურებულია იმით, თუ როგორ ექცეოდნენ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს საქართველოში, ის იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ელჩის, რობინ დანიგანის მიმართ მმართველი პარტია პატივისცემას გამოიჩენს. "აშშ-ს ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და ჩვენ ერთგულნი დავრჩებით ქართველი ხალხისა და ქვეყნის მისწრაფებების მიმართ. გამოწვევა ისაა, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით იმით, როგორ მოექცნენ ელჩ დეგნანს. პირადი თავდასხმები, რაც მასზე განხორციელდა, მიგვაჩნია, რომ ამაზრზენი იყო და არ უნდა მომხდარიყო. ვიმედოვნებ, რომ ელჩი დანიგანი როდესაც ჩამოვა, ნამდვილ პატივისცემას მიიღებს, რაც უნდა იყოს გამოხატული შეერთებული შტატების ელჩის მიმართ. უნდა აღვნიშნოთ, რომ მის მიმართ მოპყრობას არსებითი გავლენა აქვს ადამიანებზე ვაშინგტონში და მათ შთაბეჭდილებაზე საქართველოს შესახებ. ჩვენი ურთიერთობები ხანგრძლივია. ნებისმიერ ურთიერთობაში არსებობს გარკვეული წყვეტები და მათი დაძლევა შესაძლებელია. ხანდახან ამას დრო სჭირდება და ყოველთვის არსებობს უთანხმოება, რაზეც მუშაობა არის საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი უთანხმოების დაყვანს პოლიტიკამდე. ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა, თუ არსებობს მზაობა და სურვილი ამ პრობლემებზე სამუშაოდ", - განაცხადა სოჩამ.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)