|
2023-09-05 13:27:35, 764 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი „ოცნებას“ - ადამიანები შოვში შეიწირა თქვენმა დანაშაულებრივმა პოლიტიკამ, ისინი მოსვენებას არ მოგცემენ
ის ადამიანები, რომლებიც შეიწირა არა სტიქიურმა და ბუნებრივმა ძალებმა, არამედ თქვენმა უპასუხისმგებლო და არაადამიანურმა პოლიტიკამ, არ მოგცემენ მოსვენების საშუალებას,- ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მმართველ პარტიას. ნაცვლიშვილის თქმით, შოვში მომხდარი ტრაგედია "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია. "რაც შეეხება შოვს, თქვენი ძალიან უღირსი და მიზანმიმართული მცდელობების მიუხედავად, რომ როგორმე ეს საკითხი მორიგ ჯერზე გადააგოროთ და მისცეთ დავიწყებას. შოვი არ მიეცემა დავიწყებას. ის ადამიანები, რომლებიც შეიწირა არა სტიქიურმა და ბუნებრივმა ძალებმა, არამედ თქვენმა უპასუხისმგებლო და არაადამიანურმა პოლიტიკამ, არ მოგცემენ მოსვენების საშუალებას. ვერ გადააგორებთ ამ საკითხს და თუ ვინმეს აინტერესებს ძალიან დიდი ხანია სამართლებრივი სტანდარტი დადგენილია ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გაეცნოთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელიც სწორედ სტიქიის და ბუნებრივი ძალების დროს სახელმწიფოს რა ევალება,რეაგირების ნაწილში რა ევალება და რა სტანდარტით მსჯელობს სასამართლო და სამართალი იმაზე ჩააგდო თუ არ ჩააგდო სახელმწიფომ თავისი ვალდებულება აი ამას გადახედეთ. ბუნებრივ ძალებზე ზღაპრებს ნუ გვიყვებით. ასეთ ზღაპრებს რუსეთის ხელისუფლება ჰყვებოდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და სასამართლომ მას აჩვენა წითელი ბარათი. თქვენი უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია ამხელა მსხვერპლი, მათ შორის, 2 ადამიანი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)